რას ვაკეთებთ:

რეგულარული შემოწმება

ჩვენი აგენტი რეგულარულად ეწვევა გაქირავებულ უძრავ ქონებას, გადაიღებს ფოტოებს და ვიდეოს, რათა თქვენ მუდმივად იყოთ საქმის კურსში თუ რა მდგომარეობაშია თქვენი საკუთრება.

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი საკუთრების უკანონო მოხმარების ან დაზიანების შემთხვევების გამომჟღავნებაში. ჩვენი აგენტი დაასურათებს ყველა მნიშვნელოვან დაზიანებას ან უკანონო/საეჭვო მოხმარების ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რის შესახებაც გაცნობებთ დაუყოვნებლივ.

კომუნიკაცია

ჩვენს აგენტებს შეუძლიათ ეკონტაქტონ თქვენს მდგმურს 3 სხვადასხვა ენაზე. ჩვენ ყველა კომუნიკაციას გადავიყვანთ წერილობით ფორმაში თქვენთვის სასურველ ენაზე.

ჩავაბარებთ ოფიციალურ შეტყობინებას თქვენს მოიჯარეს, საჭიროების შემთხვევაში, იქნება ეს, ქირის გადასახადის შეხსენება, საბანკო ან საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება, ხელშეკრულების შეწყვეტა, საკუთრების დაცლა ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სხვა შეტყობინება ან ინფორმაცია.

რეგულარული შეკეთება და ხელოსნის მომსახურების მართვა

ჩვენ განვახორციელებთ თქვენი უძრავი ქონების რეგულარულ სამეურნეო და ტექნიკურ მომსახურებას, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული საგანგებო და ავარიული შემთხვევები. მაგალითად, გათბობის და გაგრილების სისტემების ჩართვა-გამორთვა, რეგულირება, სახურავის და ეზოს წმენდა, ღობისა და ფასადის ღებვა, გენერატორის ფილტრისა და ზეთის ცვლა, წყალგაყვანილობის დაცვა გაყინვისგან და ა.შ.

როდესაც მოიჯარეს შეექმნება ტექნიკური პრობლემა, ჩვენი პროფესიონალი აგენტი დაუყოვნებლივ მივა მისამართზე და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა არის შესაკეთებელი, ან თუ რაიმეს შეძენა-გამოცვლა არის საჭირო. თქვენ დისტანციურად შეგეძლებათ კონტროლი გაუწიოთ ჩვენს ყველა მოქმედებას, მათ შორის გადაწყვეტილება მიიღოთ ხელოსნის არჩევაზე, მომსახურებისა და პროდუქციის შესყიდვის ფასზე.

მიღება-ჩაბარება და რემონტი

ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გჭირდებათ ახალ მოიჯარეს გადასცეთ უძრავ-მოძრავი ქონება, ან ძველი მოიჯარისგან დაიბრუნოთ იგი, ჩვენ მოვამზადებთ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს, სადაც ჩამოთვლილი და აღწერილი იქნება გადასაცემი ნივთების მდგომარეობა, ასევე გადავიღებთ ფოტო და ვიდეო მასალას. ზედამხედველობას გავუწევთ მიღება-ჩაბარების პროცესს, გადავცემთ და გამოვართმევთ გასაღებს, ავუხსნით დაცვის სისტემის მუშაობას.

იჯარებს შორის პერიოდში თქვენს საკუთრებას სავარაუდოდ დასჭირდება ხელის შევლება, ჩვენ შევისწავლით საჭიროებებს და მოვიძიებთ რამდენიმე სარემონტო წინადადებას სპეციალისტებისგან. ასევე გავაკონტროლებთ რემონტის პროცესს თქვენს ნაცვლად.

ბონუსი

წლიური ანგარიში. წლის ბოლოს ჩვენ მოგაწვდით წლიურ ანგარიშს, ერთგვარ ხარჯთაღრიცხვას, სადაც იქნება აღწერილი წლის განმავლობაში გაწეული ყველა ხარჯი, რათა თქვენ შეგექმნათ სრული სურათი, თუ რა იყო თქვენი მოიჯარის მოთხოვნილებები, რამდენჯერ დასჭირდა მას ჩვენი მომსახურება, რა შეკეთდა, რა შეისყიდეთ და რა ბიუჯეტი დასჭირდა თქვენი საკუთრების მომსახურებას.

უძრავი ქონების დაზღვევა. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე კომპანია და ფასები, თუ თქვენი ქონების დაზღვევის სურვილი გექნებათ

იურიდიული მომსახურება. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ იურიდიული მომსახურების შეძენაში დახმარება, ყოფილ მოიჯარესთან დავის შემთხვევაში.

ჩვენი მომსახურება

ფასები:

ჩვენი მომსახურების ფასია ქირავნობის საფასურის 4-5% თვეში. საფასური მოიცავს დღგ-ს.

თქვენს მიერ წინასწარ დადასტურებული ნებისმიერი დამატებითი ხარჯი (ხელოსნის მომსახურება, ნივთის შეძენა და ა.შ.) შეიძლება პირდაპირ გადაუხადოთ მომსახურების მომწოდებელს, ან შეგიძლიათ გადაიხადოთ ჩვენი საშუალებით.

Დააკლიკე აქ

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას

ჩვენი კლიენტის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია საქართველოს უმსხვილეს სადაზღვეო კომპანიაში. თუ თქვენს ქონებას რაიმე ზიანი მიადგება ჩვენი თანამშრომლების ქმედების გამო, თქვენ ზიანის ანაზღაურებას სადაზღვეო კომპანიის მიერ მიიღებთ.

მომხმარებელთა მიმოხილვები

Nana Buadze

“დიდი მადლობა! აღარავის შეწუხება არ მჭირდება, საქართველოს საზღვრებს გარედანაც ვახერხებ გაქირავებული ბინის მართვას, ძალიან კარგი ბიჭები გყავთ.”

Алексей П.

Нa наконец то, в Тбилиси

появилось нормальное

обслуживание ЖКХ

 “

Rudi

" I am actually a tenant, but this is the best decision my landlord has made for last 3 years I lived in Tbilisi. RentManager agent is quick, reliable and very respectful, speaks English and enters home with disposable plastic shoe covers, amazing. Plus, I no longer have to wait for my landlord"